მთავარი ტური პროექტის შესახებ კონტაქტი
რამდენიმე კარგი კაცი
ეს ფილმი პასუხობს მარადიულ შეკითხვას: ამართლებს თუ არა მიზანი საშუალებას? ქარიზმატული ტომ კრუზი განასახიერებს სამხედრო ადვოკატს, დენიელ ქაფეს, რომელიც იცავს მკვლელობისთვის ცილისწამებულ საზღვაო ქვეითებს. სასამართლო დარბაზში მჯდომი ორი საზღვაო ქვეითის გარშემო სრული გაურკვევლობა და ინტრიგა სუფევს.
აქ ეწევიან
ფილმის მთავარი გმირები, თამბაქოს, ალკოჰოლისა და იარაღის ლობისტები არიან. მათი მთავარი ვალდებულებაა დაანგრიონ მითები „მავნე ჩვევების“ შესახებ და მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ჯანმრთელისათვის საშიში პროდუქტების მომხმარებელი გახადონ. მიუხედავად წარმატებული კარიერისა სიგარეტის ლობისტი გულის სიღრმეში ხვდება, რომ მისი საქმიანობა ზიანის მომტანია, საბოლოოდ კი სასამართლოს წინაშე მოუწევს თავის მართლება.
ფილადელფია
90-იანი წლების ამერიკა, შიდსი როგორც დაავადება ახალ მასშტაბებს იძენს, მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ჰომოსექსუალთა“კობოს. მოსახლეობას ფლობს მწირ ინფორმაციას დაავადების გავრცელების შესახებ, ბევრს უბრალოდ ჰონია, რომ შიდსიანთან შეხებითაც დაავადდება. ფილმის მთავარი გმირი, სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაანთავისუფლეს, რომ უფროსობამ მისი დაავადების შესახებ გაიგო, უკანონოდ განთავისუფლებული საკუთარი უფლებების დასაცავად იწყებს ბრძოლას, თუმცა არც-ერთი ადვოკატი არ კიდებს ხელს მის საქმეს, გარდა ერთ პატარა კანტორაში მომუშავე იურისტისა, რომელიც ბოლო მომენტამდე ცდილობს აღუდგინოს მის კლიენტს დარღვეული უფლებები.
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი
ხშირად მოსამართლლებს მხოლოდ მათი პროფესიის მიხედვით აღიქვამენ, ბევრს ძნელად წარმოუდგენია, რომ მოსამართლეებს აქვთ პირადი ცხოვრება, ჰყავთ ოჯახი, არიან განსაკუთრებული ტალანტებით დაჯილდოებული - აღნიშნულ ვიდეოში ნახავთ, თუ როგორია მოსამართლის ერთი დღე - სამსახურსა და ოჯახში.
ვინ არის მოსამართლე?
ვინ არის მოსამართლე? რა მიზანს ემსახურება იგი? ნახეთ ვიდეო და გაიგეთ მეტი მოსამართლეთა ვალდებულებებისა და მოვალეობების შესახებ!
ვებ-გვერდი შექმნილია საქართველოს სასამართლოების მოხელეთა პროფესიულ ასოციაციის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლებობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.