მთავარი ტური პროექტის შესახებ კონტაქტი


სიახლეები

ბავშვის უფლებათა კოდექსი
teen.court.ge-ს ბიბლიოთეკას დაემატა ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიღებული იქნა 2019 წლის 20 სექტემბერს. რაც ჩვენი ქვეყნისათვის ბავშის უფლებათა მომწესრიგებელ სამართლებრივ აქტებს შორის, ისტორიული მნიშვნელობის მქონეა. ეს კოდექსი განსაზღვრავს ბავშვის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ქმნის ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლებს. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ არის საკანონმდებლო აქტი, რომლითაც ხელმძღვანელობენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საერთო სასამართლოები, საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტები და ფიზიკური პირები ბავშვებთან და ბავშვის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების დროს. ეს კოდექსი არ აუქმებს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით მოქმედ სხვა საკანონმდებლო რეგულაციებს. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიზნებისთვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე არასრულწლოვანი, ხოლო მოზარდი ეწოდება ბავშვს 10 წლიდან 18 წლის მიღწევამდე. მაშასადამე, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება იპ პირზე, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლამდე ასაკისათვის.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიო მასშტაბით უკვე 71 წელია აღინიშნება. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პარიზში, შაიოს სასახლეში მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. სწორედ ამ საერთაშორისო აქტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე. დეკლარაცია დაახლოებით 360 ენაზეა თარგმნილი და წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე მეტ ენაზე თარგმნილ დოკუმენტს, რაც ადასტურებს მის უნივერსალურობას და საყოველთაო ხელმისაწვდომობას. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში გათვალისწინებულია ისეთი უფლებები, როგორიცაა: ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით სახელმწიფოს მართვა გამგეობაში მონაწილეობის, შრომის, თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების, დასვენების, განათლების, კულტურული ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის და ა. შ. ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
teen.court.ge გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
ფილმები

,,გაყინული ბავშვი - ბავშვის უფლებათა კონვენცია ანიმაციაში
ანიმაციური ფილმი ეძღვნება ,,ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის მე-19 მუხლს, რომლის შინაარსის მიეხედვითაც, ,,სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვზე სათანადო ზრუნვა ხდებოდეს და უნდა დაიცვას ბავშვი მშობლების, მეურვის, ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ძალადობის, შეურაცხყოფისა და უგულებელყოფისაგან."
"გართობა - ბავშვის უფლებათა კონვენცია ანიმაციაში"
ანიმაციური ფილმი ეძღვნება ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 31-ე მუხლს, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ,,ყველა ბავშვს აქვს დასვენების, თამაშის, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება“. ფილმში გადმოცემულია რეალური ამბავი.
,,გაჩხრეკა - ბავშვის უფლებათა კონვენცია ანიმაციაში
ანიმაციური ფილმი ეძღვნება ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-16 მუხლს, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ,,ყველა ბავშვს აქვს პირადი ცხოვრების უფლება. არავინ არ უნდა დაესხას თავს ბავშვის საცხოვრებელ ადგილს, არ უნდა გახსნას მისი წერილები და ელექტრონული ფოსტა და არ უნდა შეაწუხოს ის და მისი ოჯახის წევრები“. ფილმში გადმოცემულია რეალური ამბავი.
კაზუსი 1. თამბაქოს მიყიდვა არასრულწლოვნისათვის
17 წლის გიორგის საყვარელი გუნდია მადრიდის „რეალი“. ერთ დღესაც მას მეგობარმა ურჩია, რომ, რადგან დარწმუნებული იყო მადრიდის „რეალის“ მოგებაში, კარგი იქნებოდა, თუ ტოტალიზატორში ფსონს ამ გუნდ- ზე დადებდა, მაგრამ ტოტალიზატორის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მას ამის საშუალება არ მისცა. გიორგის აინტერესებს, ჰქონდა თუ არა ხელმძღვანელს ამის უფლება?


– დიახ, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონით (2001 წ.) ტოტალიზატორის ხელმძღვანელს მოზარდთა არდაშვების მიზნით უფლება აქვს, შეამოწმოს დაწესებულებაში შესულ (მათ შორის, არამოთამაშე) პირთა ასაკი და არასრულწლოვანების დადგენისას მათგან მოითხოვოს დაწესებულების დატოვება.


საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1761-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „21 წლამდე ასაკის პირის სა- მორინეში ან/და აზარტულ კლუბში სათამაშოდ დაშვება ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაშვება...“ გამოიწვევს ორგანიზატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
დღის ტერმინები

ადამიანებს, ორგანიზაციებს ან სახელმწიფოთა შორის დადებული და იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმება.

[ლათ. humanus – ადამიანური]
მსოფლმხედველობა, რომელშიც მთავარი ადგილი უკავია ადამიანს, როგორც უმთავრეს ფასეულობას. ჰუმანიზმის იდეა გამსჭვალულია ადამიანის მიმართ გულისხმიერებით, სიყვარულით და ადამიანური ღირსების პატივისცემით. ჰუმანიზმი, როგორც ფილოსოფიური მოძღვრება, ჩამოყალიბდა აღორძინების ეპოქაში.

[ბერძნ. hegemonia – ჰეგემონია, ბატონობა]
სახელმწიფო დოქტრინა, რომელიც გულისხმობს ერთი რომელიმე ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნის (ან ქვეყნების) საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას; მისწრაფება მსოფლიო ბატონობისკენ. როგორც წესი, გამოიხატება პოლიტიკური, მორალური და ეკონომიკური შეხედულებების თავსმოხვევით და არ არის აუცილებელი ჰეგემონიის სამხედრო ძალით დამყარება. ასეთ შემთხვევაში ერთ რომელიმე სახელმწიფოს სამხედრო, ეკონომიკური, კულტურული, ინტელექტუალური უპირატესობა აძლევს საშუალებას, საკუთარი წესრიგი დაამყაროს სხვა, უფრო ჩამორჩენილ ქვეყნებში.

მიეკუთვნება ე. წ. კოლექტიურ უფლებებს. გულისხმობს იმას, რომ ყველა ხალხი (ერი) თანასწორია, მათ თანაბარი უფლებები აქვთ და ერთნაირი პატივისცემით უნდა სარგებლობდნენ. აქედან გამომდინარე, გაუმართლებელია ერთი ხალხის მეორეზე ბატონობა. ყველა ხალხს უნდა ჰქონდეს თვითგამორკვევის განუყოფელი და უდავო უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკუთარი პოლიტიკურ სტატუსი.

სახელმწიფო მმართველობა, რომელიც ავტოკრატიული და დემოკრატიული რეჟიმების ერთგვარ ეკლექტიკურ ერთიანობას წარმოადგენს. უფრო ზუსტად, ეს არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელსაც ახასიათებს დემოკრატიის გარკვეული ელემენტები.
ვებ-გვერდი შექმნილია საქართველოს სასამართლოების მოხელეთა პროფესიულ ასოციაციის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლებობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.