teen.court.ge-ს ბიბლიოთეკას დაემატა ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“.
,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიღებული იქნა 2019 წლის 20 სექტემბერს. რაც ჩვენი ქვეყნისათვის ბავშის უფლებათა მომწესრიგებელ სამართლებრივ აქტებს შორის, ისტორიული მნიშვნელობის მქონეა.
ეს კოდექსი განსაზღვრავს ბავშვის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ქმნის ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლებს.
,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ არის საკანონმდებლო აქტი, რომლითაც ხელმძღვანელობენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საერთო სასამართლოები, საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტები და ფიზიკური პირები ბავშვებთან და ბავშვის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების დროს.
ეს კოდექსი არ აუქმებს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით მოქმედ სხვა საკანონმდებლო რეგულაციებს.
,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიზნებისთვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე არასრულწლოვანი, ხოლო მოზარდი ეწოდება ბავშვს 10 წლიდან 18 წლის მიღწევამდე. მაშასადამე, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება იპ პირზე, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლამდე ასაკისათვის.