მოკალი კაჭკაჭი
მოკალი კაჭკაჭი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია სამართლებივ თემაზე შექმნილი. ფილმი მოგვითხრობს შავკანიანი ახლაგაზრდა მამაკაცის შესახებ, რომელიც ეჭვმიტანილია ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებაში. მსჯავრდებულის არავის სჯერა გარდა ადვოკატისა, რომელიც ცდილობს თავი წარმოიდგინოს მსჯავრდებულის ადგილზე, გაერკვეს დანაშაულის შესაძლო მოტივებში - იგი ერთადერთია ვისაც ჭეშმარიტების დადგენა სურს.
ნაფიცი მსაჯულ - მესამე სერია
იხილეთ ფილმ ნაფიცი მსაჯულის მესამე დასკვნითი სერია.
ნაფიცი მსაჯულ - მეორე სერია
წარმოგიდგენთ ფილმი "ნაფიცი მსაჯულის" - მეორე სერიას.
ნაფიცი მსაჯულ - პირველი სერია
წარმოგიდგენთ ფილმი "ნაფიცი მსაჯულის" - პირველი სერიას. ფილმში მოთხრობილია სისხლის სამართლის პროეცესის შესახებ, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს. ფილმის სიუჟეტი საკმაოდ ჩახლართულია, დანაშაული კი კარგად ორგანიზებული, თუმცა ნაფიცი მსაჯულები ერთიანი ძალისხმევით შეძლებენ ჭეშმარიტების დადგენას.
,,გაყინული ბავშვი - ბავშვის უფლებათა კონვენცია ანიმაციაში
ანიმაციური ფილმი ეძღვნება ,,ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის მე-19 მუხლს, რომლის შინაარსის მიეხედვითაც, ,,სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვზე სათანადო ზრუნვა ხდებოდეს და უნდა დაიცვას ბავშვი მშობლების, მეურვის, ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ძალადობის, შეურაცხყოფისა და უგულებელყოფისაგან."
"გართობა - ბავშვის უფლებათა კონვენცია ანიმაციაში"
ანიმაციური ფილმი ეძღვნება ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 31-ე მუხლს, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ,,ყველა ბავშვს აქვს დასვენების, თამაშის, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება“.
ფილმში გადმოცემულია რეალური ამბავი.
,,გაჩხრეკა - ბავშვის უფლებათა კონვენცია ანიმაციაში
ანიმაციური ფილმი ეძღვნება ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-16 მუხლს, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ,,ყველა ბავშვს აქვს პირადი ცხოვრების უფლება. არავინ არ უნდა დაესხას თავს ბავშვის საცხოვრებელ ადგილს, არ უნდა გახსნას მისი წერილები და ელექტრონული ფოსტა და არ უნდა შეაწუხოს ის და მისი ოჯახის წევრები“.
ფილმში გადმოცემულია რეალური ამბავი.
კონვენცია "ბავშვის უფლებების შესახებ" (შემოკლებული ვერსია)
ვიდეო რგოლში ნაჩვენებია ,,ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის შემოკლებული ვერსია.
ორიანი - ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია ანიმაციაში"
ანიმაციური ფილმი ეძღვნება ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 28-ე მუხლს, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ,,ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება. სასკოლო დისციპლინის დამყარებისას აუცილებელია ბავშვის ღირსების მიმართ პატივისცემით მოპყრობა“.
ფილმში გადმოცემულია რეალური ამბავი.
ძარცვა - ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია ანიმაციაში
ანიმაციური ფილმი ეძღვნება ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-40 მუხლს, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ,,ბავშვმა, რომელმაც კანონი დარღვია, უნდა მიიღოს სამართლებრივი ან სხვა სახის დახმარება. მისი დაპატიმრება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს".
ფილმში გადმოცემულია რეალური ამბავი.
სუფთა დაფა
კინონოველა ასახავს 10-11 წლის გოგო-ბიჭებისა და მათი მშობლების ურთიერთობას. ბავშვის სული ,,სუფთა დაფაა", რომელზედაც ცხოვრება, გამოცდილება, მშობლების დამოკიდებულება სერიოზულ კვალს ტოვებს.
გადაცემა "პროცესი"
გადაცემათა ციკლი: "პროცესი" - არის გადაცემათა კრებული, რომელშიც თავმოყრილია და გაანალიზებულია სამართლებრივი დავები. აღნიშნულ ვიდეოში განხილული თემაა, უკანონო მიშენება და ჯარიმა.
კეთილშობილი
ახალგაზრდა იუსრისტს რუდი ბეილორს ეჩვენება, რომ ძალიან მალე მისი "ვარსკვლაური საათი" დადგება და ის ცნობილი ადვოკატი გახდება, რომელსაც საკუთარი ფიმრა აქვს, მდიდრული აგარაკი და მანქანები და ულამაზესი ქლები ჰყავს გვერდში. და მას უწევს შავი, არაკეთილშობილი სამუშაოს შესრულება სხვებისთვის. ყველაფერი ერთ დღეს შეიცვლება, როდესაც ის მრავალმილიონიან აფიორას წააწყდება სადაზღვევო ბიზნესში, რომლის სახალხოდ გამჟღავნებისას ის შეძლებს თავისი სანუკვარი ოცნებების ასრულებას. იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ ცოცხალი გადარჩება.
სამოქალაქო ოქმი
ადვოკატი იან შლიხტმანი – ცინიკოსი მაღალანაზღაურებადი იურისტია. ის მხოლოდ ძალიან შემოსავლიან საქმეებს იღებს, რომლებსაც ყველანაირი სირთულეების გარეშე აგვარებს სასამართლო დარბაზის მიღმა. მისი მორიგი საქმე საკმაოდ იოლი ჩანს პირველი შეხედვიდან. მაგრამ შლიხტმანს არც წარმოუდგენია, რომ პროცესი რთულ უსასრულო ბრძოლად გადაიქცევა, რომლის დროს ადვოკატს მოუწევს მთელი თავისი ქონების, რეპუტაციის და სახელით გარისკვა.
მოსამართლე
ისტორიიის ცენტრში - წარმატებული ადვოკატია, რომელიც ჩადის მშობლიურ ქალაქში დედამისის დაკრძალვაზე და გაიგებს, რომ მამამისი რომელიც ქალაქის მოსამართლეა, აბრალებენ მკვლელობას.
მართლმსაჯულება ყველასთვის
მართლმსაჯულება უფასოა, უბრალოდ დღესდღეობით მოსამართლეა ძვირი. ამაში არაერთხელ დარწმუნდა იდეალისტი ადვოკატი არტურ კიორკლენდი, რომელიც თავგამოდებით იცავს სამართლიანობას. მაგრამ მისი ძალისხმევა ამაოა. იურიდიული ფორმალობის გამო ციხეში ჯდება უდანაშაულო ადამიანი. მეორე კლიენტი მთლიანად ეფლობა მის წინააღმდეგ აწყობილ საქმეში. და ბოლოს არტური იძულებულია სასამართლოზე მოსამართლე ფლემინგი დაიცვას, რომელსაც ბრალი ედება გაუპატიურებაში.
მაიკლ კლეიტონი
როდესაც ქარიზმატული ჯორჯ კლუნია ეკრანზე, შენ არ გჭირდება მოტივაციის სიუხვე, რათა უყურო ფილმს. მისი შესრულებით შესანიშნავი ფილმი გაგაცნობს სამართლებრივ თვალთახედვას. უყურე ამ ფილმს კორპორაციული სამყაროს მკაცრი რეალობის აღსაქმელად და კორპორაციული ადვოკატად ქცევის პრაგმატული გრძნობის გასაგებად. ძირითადი დასკვნა: სიმართლეს შეიძლება შევეგუოთ!
12 განრისხებული მამაკაცი
დიდებული წანამძღვრები და შთაგონება ლოგიკური შეცდომებისა და ჯგუფური მენტალიტეტის შესასწავლად. ამბავი ტრიელებს ერთი მეამბოხე ნაფიცი მსაჯულის ირგვლივ. ის ახერხებს დაარწმუნოს სხვები, რომ საქმე არ არის ისეთივე ცხადი და ნათელი, როგორიც ეს სასამართლოში ჩანს. დრამატული მცდარი მოსაზრება და წინასწარ შექმნილი ცრუ შეგონება ნაფიცი მსაჯულებისა გვაჩვენებს, რომ თითქოს ისინი მსჯელობენ სრულიად მარტივ საქმეზე, სადაც შვილმა მოკლა მამა. ფილმი შეიძლება განვიხილოთ ნაფიც მსაჯულთა წრეში განვითარებული მოვლებენის ამსახველ ეკრანიზებად.
ქარი მემკვიდრეობით
ძველებური კლასიკა, რომელშიც სპენსერ ტრეისი და ფრედერიკ მარჩი ინაწილებენ დიდი ეკრანებზე ამერიკული სამართლებრივი სისტემის დამრტყმელი ძალის რეპუტაციას. თავად ფილმი წარმოადგენს ისტორიულ მოვლენას, რამეთუ ის ეკრანებზე მაკკარტის 1940-იანი და 1950-იანი წლების პროცესის შემდგომ იქნა ეკრანიზებული. ფილმი ნაწილობრივ წარმოადგენს ამ მოვლენების უარყოფითი მხარეების წარმოჩენის-კომენტირების მცდელობას.
ერინ ბროკოვიჩი
რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი, სადაც მარტოხელა დედა ხდება (პარალეგალი) იურისტის დამხმარე (განასახიერებს ჯულია რობერტსი), რომელიც დამოუკიდებლად იკვლევს კალიფორნიაში ენერგოკომპანიის მიერ დაბინძურებული წყლის გავლენასა და შედეგებს. ერინის საძაგელი სამოსი და მისი უხეში მანერები უარყოფითდ მოქმედებენ მისდამი სხვების დამოკიდებულებაზე, თუმცა ეს ჰმატებს მას გამბედაობასა და სიმტკიცეს, რათა წარმატებულად წარმართოს ერთ-ერთი მაღალი კლასის სასამართლო პროცესი ამერიკის ისტორიაში, უფრო მეტიც – მულტიმილიარდერი კორპორაციის წინააღმდეგ.
მკვლელობის ანატომია
ეს დრამა წარმოაჩენს, თუ რა მიზანი აქვს სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელ შეჯიბრებითობის უფლებას. სამართლებრივი ეთიკის და საპროცესო სტრატეგიის იდეალური დოზა ამ სანახაობას აქცევს ყველაზე რეკომენდირებად ფილმად. გარდა ამისა, თვალი ადევნე პოლ ბიგლერს (ჯიმი სტიუარტს), როგორ გადაწყვეტს ის მისი კარიერის უდიდეს კაზუსს. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი შეგმატებს ინტერესს და დაგაფიქრებს, თუ როგორ შეძლებდი ამ დავის თავად გადაწყვეტას!