ბავშვის უფლებათა კოდექსი
teen.court.ge-ს ბიბლიოთეკას დაემატა ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“.
,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიღებული იქნა 2019 წლის 20 სექტემბერს. რაც ჩვენი ქვეყნისათვის ბავშის უფლებათა მომწესრიგებელ სამართლებრივ აქტებს შორის, ისტორიული მნიშვნელობის მქონეა.
ეს კოდექსი განსაზღვრავს ბავშვის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ქმნის ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლებს.
,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ არის საკანონმდებლო აქტი, რომლითაც ხელმძღვანელობენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საერთო სასამართლოები, საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტები და ფიზიკური პირები ბავშვებთან და ბავშვის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების დროს.
ეს კოდექსი არ აუქმებს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით მოქმედ სხვა საკანონმდებლო რეგულაციებს.
,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიზნებისთვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე არასრულწლოვანი, ხოლო მოზარდი ეწოდება ბავშვს 10 წლიდან 18 წლის მიღწევამდე. მაშასადამე, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება იპ პირზე, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლამდე ასაკისათვის.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიო მასშტაბით უკვე 71 წელია აღინიშნება. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პარიზში, შაიოს სასახლეში მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. სწორედ ამ საერთაშორისო აქტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე.
დეკლარაცია დაახლოებით 360 ენაზეა თარგმნილი და წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე მეტ ენაზე თარგმნილ დოკუმენტს, რაც ადასტურებს მის უნივერსალურობას და საყოველთაო ხელმისაწვდომობას.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში გათვალისწინებულია ისეთი უფლებები, როგორიცაა: ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით სახელმწიფოს მართვა გამგეობაში მონაწილეობის, შრომის, თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების, დასვენების, განათლების, კულტურული ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის და ა. შ.
ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
teen.court.ge გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
თანასწორი ურთიერთობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან
teen.court.ge-ს ბიბლიოთეკას დაემატა კომიქსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანასწორი ურთიერთობების შესახებ. ,,კომიქსებში ნაჩვენები სიტუაციები ასახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ სტერეოტიპულ ქცევებს და ამ ქცევების მისაღებ ალტერნატივას".
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ბავშვის უფლებები საერთაშორისო დონეზე დაცულია ,,ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციით. კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან და ეხება ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს - ბავშვის უფლებებს, სახელმწიფოს ვალდებულებებს და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით ადამიანების მოვალეობებს.
კონვენციის მოქმედება ვრცელდება ყოველ ადამიანზე 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
საქართველო ბავშვის უფლებათა კონვენციას 1994 წელს შეუერთდა და იკისრა ვალდებულება, დაიცვას კონვენციით გათვალისწინებული უფლებები.
ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ შეთანხმებათა შორის ბავშვის უფლებათა კონვენცია ისტორიაში ყველაზე მეტი ქვეყნის მიერ არის რატიფიცირებული.
ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი
teen.court.ge-ს ბიბლიოთეკას დაემატა ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი.
,,ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი ბავშვებთან მიმართებით, სამართალწარმოების თავისებურებების გათვალისწინებით, განმარტავს 300-ზე მეტ ძირითად სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ ტერმინს.
წინამდებარე პუბლიკაცია საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებზე დაყრდნობით გამდიდრებულია ბავშვის უფლებების სწრაფი განვითარების კვალდაკვალ დაგროვილი გამოცდილებით.
ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი განკუთვნილია როგორც მართლმსაჯულების სისტემაში მომუშავე პირთათვის, ისე ფართო პროფილის იურისტებისა და საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისათვის."
პატარა ისტორიები
teen.court.ge-ს ბიბლიოთეკას დაემატა ,,პატარა ისტორიები".
,,ორგანიზაციის 70 წლისთავის აღსანიშნავად გაეროს ბავშვთა ფონდმა მოუწოდა მწერლებს მთელი მსოფლიდან ბავშვთა უფლებებზე ყურადღების გამახვილების მიზნით ჩართულიყვნენ ლიტერატურულ კამპანიაში „პატარა ისტორიები“. ავტორებს სთხოვეს დაეწერათ პატარა ისტორია თემაზე „რას ვისურვებდი თითოეული ბავშვისათვის“ და გამოექვეყნებინათ აღნიშნული ისტორია თავიანთ ფეისბუქ გვერდზე. საქართველოდან ლიტერატურულ კამპანიაში 20 მწერალი ჩაერთო".
ბავშვთა საერთაშორისო გატაცება
საინფორმაციოსამართლებრივ პორტალს მოზარდებისათვის (teen.court.ge) დაემატა ჩანაწერი ბავშვთა საერთაშორისო გატაცების შესახებ. სადაც განხილულია: თუ რას ნიშნავს ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილება ან დაკავება; რა შემთხვევაზე ვრცელდება ჰააგის კონვენციის მოქმედება; რა გავლენას ახდენს ბავშვზე გატაცება თანმდევი შედეგებით; რა დროს იღებს სასამართლო გადაწყვეტილებას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ და რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას უარი ბავშვის დაბრუნების თაობაზე.
,,ბავშვები ციფრულ სამყაროში''
teen.court.ge-ს ბიბლიოთეკას დაემატა პუბლიკაცია ,,ბავშვები ციფრულ სამყაროში''.
,,ანგარიში „მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2017“ აანალიზებს, თუ როგორ შეცვალა ციფრულმა ტექნოლოგიებმა
ბავშვების ცხოვრება და შესაძლებლობები და გვაფიქრებს იმაზე, თუ რას შეიძლება გვიმზადებდეს მომავალი ამ მიმართულებით.
წინამდებარე ანგარიში უფრო სწრაფი მოქმედების, ფოკუსირებული ძალისხმევისა და მჭიდრო თანამშრომლობისკენ
მოგვიხმობს, რათა დავიცვათ ბავშვები ზიანისაგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს გამარტივებულ კავშირებს მსოფლიოში. უნდა ვეცადოთ, ციფრული ეპოქის შესაძლებლობები თითოეული ბავშვის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ."
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები საქართველოში - მოკლე მიმოხილვა
teen.court.ge-ს ბიბლიოთეკას დაემატა პუბლიკაცია ,,ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები საქართველოში".
,,ამ ანგარიშში წარმოდგენილია ის ძირითადი მიგნებები, რომლებიც საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობის კვლევის შედეგად გამოვლინდა. მასში აგრეთვე მოცემულია აზერბაიჯანში არსებული სიტუაციის გარკვეული ასპექტების ხედვაც.
კვლევას საფუძვლად დაედო საქართველოში სოციალური მუშაკების დაკვირვებები ქუჩაში მცხოვრებ/მომუშავე ბავშვებს შორის გარკვეული ცვლილებების შესახებ.
კვლევა განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ევროკავშირთან, ვოლდვიჟენთან, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსთან, კარიტას საქართველოსთან, გაეროს ბავშვთა ფონდის აზერბაიჯანის ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად."
მართლმსაჯულება და ბავშვის უფლებები – სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის
teen.court.ge-ს ბიბლიოთეკას დაემატა სახელმძღვანელო ,,მართლმსაჯულება და ბავშვის უფლებები", რაც სამოქალაქო განათლების დამხმარე ხასიათის სახელმძღვანელოა მასწავლებლებისათვის.
,,წიგნი განკუთვნილია სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის და მოიცავს ხუთ თემას, რომელიც გაშლილია ხუთ გაკვეთილში. ყველა გაკვეთილი დაწვრილებითი სცენარის სახით არის წარმოდგენილი. თითოეულ თემას ახლავს საკითხავი მასალა, რომელიც დაეხმარება მასწავლებელს საკითხის ღრმად გაგებასა და გაკვეთილის დაგეგმვაში. მასალის სწავლებისთვის გამოყენებულია ინტერაქტიული მეთოდი. მოსწავლეებისთვის განკუთვნილი დავალებების ტექსტი მოცემულია მოსწავლის წიგნში."
მართლმსაჯულება და ბავშვის უფლებები - სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო მოსწავლეებისთვის
teen.court.ge-ს ბიბლიოთეკას დაემატა სახელმძღვანელო ,,მართლმსაჯულება და ბავშვის უფლებები". (მოსწავლებისათვის).
,,სახელმძღვანელო წარმოადგენს დამხმარე მასალას ბავშვის უფლებათა გასაცნობად. ეს წიგნი განკუთვნილია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საკითხების შესასწავლად. თქვენ გაიგებთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ კონკრეტულ სიტუაციებში, როცა ადგილი აქვს თქვენი უფლებების დარღვევის მცდელობას ან ირღვევა თქვენი უფლებები. აგრეთვე, შეძლებთ, გააცნოთ ეს უფლებები თანატოლებსა და უფროსებს."
,,გაყინული ბავშვი - ბავშვის უფლებათა კონვენცია ანიმაციაში"
საინფორმაციოსამართლებრივ პორტალს მოზარდებისათვის (teen.court.ge) დაემატა ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-19 მუხლისადმი მიძღვნილი ანიმაციური ფილმი. დასახელებული მუხლის შინაარსის მიხედვით, ,,სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვზე სათანადო ზრუნვა ხდებოდეს და უნდა დაიცვას ბავშვი მშობლების, მეურვის, ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ძალადობის, შეურაცხყოფისა და უგულებელყოფისაგან."
teen.court.ge გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
საინფორმაციოსამართლებრივ პორტალს მოზარდებისათვის (teen.court.ge) დაემატა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის შესახებ ჩანაწერი.
საგანმანათლებლო თამაში
საინფორმაციოსამართლებრივ პორტალს მოზარდებისათვის (teen.court.ge) დაემატა მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს სასწავლო ცენტრის საგანმანათლებლო ონლაინ თამაში - ,,დღე სასამართლოში".
"გართობა - ბავშვის უფლებათა კონვენცია ანიმაციაში"
საინფორმაციოსამართლებრივ პორტალს მოზარდებისათვის (teen.court.ge) დაემატა ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 31-ე მუხლისადმი მიძღვნილი ანიმაციური ფილმი. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ,,ყველა ბავშვს აქვს დასვენების, თამაშის, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება“
ფილმში გადმოცემულია რეალური ამბავი.
მშობლების უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ
საინფორმაციოსამართლებრივ პორტალს მოზარდებისათვის (teen.court.ge) დაემატა შვილების მიმართ მშობლების უფლება-მოვალეობის შესახებ ჩანაწერი. სადაც ნაჩვენებია, მშობლების სამართლებრივი ვალდებულებები და უფლებები, რაც ზნეობრივ მოვალეობებთან ერთად ბავშვის სრულფასოვანი აღზრდის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია.
,,გაჩხრეკა - ბავშვის უფლებათა კონვენცია ანიმაციაში"
საინფორმაციოსამართლებრივ პორტალს მოზარდებისათვის (teen.court.ge) დაემატა ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-16 მუხლისადმი მიძღვნილი ანიმაციური ფილმი. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ,,ყველა ბავშვს აქვს პირადი ცხოვრების უფლება. არავინ არ უნდა დაესხას თავს ბავშვის საცხოვრებელ ადგილს, არ უნდა გახსნას მისი წერილები და ელექტრონული ფოსტა და არ უნდა შეაწუხოს ის და მისი ოჯახის წევრები“.
ფილმში გადმოცემულია რეალური ამბავი.
ჰააგის 1980 წლის კონვენცია ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“
საინფორმაციოსამართლებრივ პორტალს მოზარდებისათვის (teen.court.ge) დაემატა ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო.
,,სახელმძღვანელო მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს კონვენციის ეფექტიან იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. დოკუმენტი უმთავრესად გამიზნულია იმ პრაქტიკოსებისა (მოსამართლეები, ადვოკატები) და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეების განხილვის პროცესში. სახელმძღვანელო დაყოფილია 8 თავად და მოიცავს კონვენციიდან გამომდინარე ყველა მნიშვნელოვან და პრობლემურ სამართლებრივ საკითხს, რომელთა განმარტების საჭიროებაც სასამართლოს წინაშე შეიძლება დადგეს. აქედან გამომდინარე, განხილულია როგორც საქართველოსა და უცხო ქვეყნების სასამართლოების, ასევე, საერთაშორისო სასამართლოების, უმეტესად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, პრაქტიკა კონვენციის ნორმების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით.“
არასრულწლოვნის ცალკეული უფლებები სისხლის სამართლის პროცესში
საინფორმაციოსამართლებრივ პორტალს მოზარდებისათვის (teen.court.ge) დაემატა სისხლის სამართლის პროცესში არასრულწლოვნის ცალკეული უფლებების შესახებ ჩანაწერი. სადაც არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარკვეულ უფლებებთან ერთად ნაჩვენებია, არასრულწლოვნის საქმის განხილვის ზოგიერთი თავისებურება. ასევე წარმოჩენილია არასრულწლოვნისათვის დასანიშნი სასჯელის სახეები და მიზანი.