ჰააგის 1980 წლის კონვენცია ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“
2018-02-16
საინფორმაციოსამართლებრივ პორტალს მოზარდებისათვის (teen.court.ge) დაემატა ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო.
,,სახელმძღვანელო მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს კონვენციის ეფექტიან იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. დოკუმენტი უმთავრესად გამიზნულია იმ პრაქტიკოსებისა (მოსამართლეები, ადვოკატები) და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეების განხილვის პროცესში. სახელმძღვანელო დაყოფილია 8 თავად და მოიცავს კონვენციიდან გამომდინარე ყველა მნიშვნელოვან და პრობლემურ სამართლებრივ საკითხს, რომელთა განმარტების საჭიროებაც სასამართლოს წინაშე შეიძლება დადგეს. აქედან გამომდინარე, განხილულია როგორც საქართველოსა და უცხო ქვეყნების სასამართლოების, ასევე, საერთაშორისო სასამართლოების, უმეტესად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, პრაქტიკა კონვენციის ნორმების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით.“