მთავარი ტური პროექტის შესახებ კონტაქტი
პროექტის შესახებ



სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლების კუთხით ბოლო პერიოდში მრავალი პროექტი განხორციელდა. სკოლებში სავალდებულო საგნად ისწავლება სამოქალაქო განათლება, თუმცა მიუხედავად ამისა, მოზარდების მიერ საბაზისო სამართლებრივი საკითხების ცოდნა არადამაკმაყოფილებელია.

გამომდინარე აქედან შეიქმნა საინფორმაციო-სამართლებრივი პორტალი მოზარდებისთვის www.teen.court.ge; პროექტი, მიზნად ისახავს მოზარდებისთვის სამართლებრივი ინტერნეტ-პორტალის შექმნას, სადაც მოზარდები შეძლებენ მოიძიონ სხვადასხვა ინტერაქტიული, მიმზიდველი ვიზუალის მქონე და სპეციალურად ადაპტირებული მასალები სამართლის (ადამიანის უფლებები, ბავშვის უფლებები, ადმინისტრაციული გადაცდომები და ა.შ.), სამართლებრივი პრინციპების, მართლმსაჯულების, ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების საქმიანობის შესახებ.

პროექტის მიზანია:

● მომავალი თაობების მართლშეგნების ამაღლება;
● შესაბამის სამართლებრივ პროცესებსა და აქტივობებში მოზარდების ჩართვა;
● მოსწავლეთათვის და მასწავლებლებისთვის სამართლის სწავლების პროცესის გამარტივება;
● სასწავლო პროცესისათვის ცოცხალი, გასართობი და ინტერაქტიული სახის მიცემა;
● მოზარდებისთვის იურიდიული პროფესიის გაცნობა.

საიტზე მოზარდები შეძლებენ ნახონ სპეციალურად მათთვის შექმნილი: სამართლებრივი კაზუსები, ილუსტრირებული წიგნები გასართობი და ინფორმაციული შინაარსით; სამართლებრივი ლექსიკონი ბავშვებისათვის (ლექსიკონი ინტეგრირებულია ვებ-გვერდთან); ტესტები (სხვადასხვა თემატიკის და სირთულის რამდენიმე დონე), რომელთა გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ გამოცადონ საკუთარი ცოდნა; საიტზე განთავსდება სამართლის კურსი, რომლის გავლის შემდეგ მომხმარებლები მიიღებენ სერტიფიკატს სასამართლოსგან; აქვე ნებისმიერი ვიზიტორი შეძლებს მოიძიოს: სამართლებრივი შინაარსის გასართობი და მიმზიდველი თამაშები, ვიქტორინები და მრავალი სხვა საინტერესო ინფორმაცია.

პროექტს ახორციელებს: საქართველოს სასამართლოების მოხელეთა პროფესიული ასოციაცია (GCEPA) და თბილისის სააპელაციო სასამართლო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.
ვებ-გვერდი შექმნილია საქართველოს სასამართლოების მოხელეთა პროფესიულ ასოციაციის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლებობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.