ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
2019-06-01
პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ბავშვის უფლებები საერთაშორისო დონეზე დაცულია ,,ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციით. კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან და ეხება ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს - ბავშვის უფლებებს, სახელმწიფოს ვალდებულებებს და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით ადამიანების მოვალეობებს.
კონვენციის მოქმედება ვრცელდება ყოველ ადამიანზე 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
საქართველო ბავშვის უფლებათა კონვენციას 1994 წელს შეუერთდა და იკისრა ვალდებულება, დაიცვას კონვენციით გათვალისწინებული უფლებები.
ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ შეთანხმებათა შორის ბავშვის უფლებათა კონვენცია ისტორიაში ყველაზე მეტი ქვეყნის მიერ არის რატიფიცირებული.