რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი, სადაც მარტოხელა დედა ხდება (პარალეგალი) იურისტის დამხმარე (განასახიერებს ჯულია რობერტსი), რომელიც დამოუკიდებლად იკვლევს კალიფორნიაში ენერგოკომპანიის მიერ დაბინძურებული წყლის გავლენასა და შედეგებს. ერინის საძაგელი სამოსი და მისი უხეში მანერები უარყოფითდ მოქმედებენ მისდამი სხვების დამოკიდებულებაზე, თუმცა ეს ჰმატებს მას გამბედაობასა და სიმტკიცეს, რათა წარმატებულად წარმართოს ერთ-ერთი მაღალი კლასის სასამართლო პროცესი ამერიკის ისტორიაში, უფრო მეტიც – მულტიმილიარდერი კორპორაციის წინააღმდეგ.