სასამართლო ტური სკოლის მოსწავლეებისთვის
2015-10-20
15 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის 172-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
მოსწავლეებისათვის პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის თანაშემწემ გოგა კუპრეიშვილმა. პრეზენტაცია შეეხებოდა სასამართლო სტრუქტურას, სააპელაციო სასამართლოს პალატების საქმიანობას და სასამართლოში პროცესის მიმდინარეობას.
ვიზიტორებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ სასამართლო შენობა და სხდომის დარბაზები.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო ტური თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით, ყოველკვირეულად იმართება სკოლის მოსწავლეებისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.