მთავარი ტური პროექტის შესახებ კონტაქტი
ტესტირება მოსწავლეებისთვის - საქართველოს კონსტიტუცია
2017-03-23



მოსწავლეთა სამართლებრივ პორტალს დაემატა ტესტირება "საქართველოს კონსტიტუციაში" ცოდნის შესამოწმებლად.

ტესტირება შედგება 24 კითხვისგან. ტესტირებაში მოცემული კითხვები შეეხება საქართველოში სახელმწიფო მოწყობის საკითხებს და სახელმწიფო ხელისუფლების ისეთ ინტიტუტებს, როგორებიცაა საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა და სასამართლო. ტესტირების დასრულების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია გაიგოს, თუ რამდენი ქულა დააგროვა და რომელია სწორი პასუხები.

საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონია, ხოლო მისი ცოდნა ყველა ჩვენთაგანის სამოქალაქო განათლების მაჩვენებელი. იმედია წარმოადგენილი ტესტირების შევსება ინფორმაციული და სახალისო იქნება. გისურვებთ წარმატებებს.

დროთა განმავლობაში მოსწავლეთა სამართლებრივ პორტალს დაემატება ახალი ტესტები სხვა აქტუალურ და საინტერესო თემებზე.




ვებ-გვერდი შექმნილია საქართველოს სასამართლოების მოხელეთა პროფესიულ ასოციაციის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლებობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.