მთავარი ტური პროექტის შესახებ კონტაქტი
ტესტირება მოსწავლეებისთვის - ბავშვის უფლებათა კონვენცია
2017-03-27



მოსწავლეთა სამართლებრივ პორტალს დაემატა ტესტირება "ბავშვის უფლებათა კონვენციაში" ცოდნის შესამოწმებლად.

ტესტირება შედგება 15 კითხვისგან. ტესტირებაში მოცემული კითხვები შეეხება ბავშვთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ბავშვების მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებებს. ტესტირების დასრულების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია გაიგოს, თუ რამდენი ქულა დააგროვა და რომელია სწორი პასუხები.

ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც იცავს ბავშვთა უფლებებს. კონვენციით გათვალისწინებული უფლებების ცოდნა მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვისთვის. იმედია წარმოდგენილი ტესტირების შევსება ინფორმაციული და სახალისო იქნება. გისურვებთ წარმატებებს.

დროთა განმავლობაში მოსწავლეთა სამართლებრივ პორტალს დაემატება ახალი ტესტები სხვა აქტუალურ და საინტერესო თემებზე.


ვებ-გვერდი შექმნილია საქართველოს სასამართლოების მოხელეთა პროფესიულ ასოციაციის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლებობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.