ტესტირება მოსწავლეებისთვის - სამართალდარღვევები
2017-03-28
მოსწავლეთა სამართლებრივ პორტალს დაემატა ტესტირება სამართალდარღვევების შესახებ.
შეუძლია არასრულწლოვანს ბანკში ფლობდეს ანგარიშს? სავალდებულოა თუ არა პირადობის მოწმობის აღება? რა ასაკიდან დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა?
გთავაზობთ 17 ცხოვრებისეულ კაზუსს არასრულწლოვანთა უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებსაც არასრულწლოვნებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი აკისრებს.
ტესტის დასასრულს, იხილეთ რამდენად კარგად იცნობთ თქვენს ვალდებულებებს.
თვალი ადევნეთ პორტალს, მას კიდევ არა ერთი საინტერესო ქვიზი დაემატება.