ძარცვა - ბავშვის უფლებათა კონვენცია ანიმაციაში
2019-02-18
საინფორმაციოსამართლებრივ პორტალს მოზარდებისათვის (teen.court.ge) დაემატა ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-40 მუხლისადმი მიძღვნილი ანიმაციური ფილმი. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ,,ბავშვმა, რომელმაც კანონი დარღვია, უნდა მიიღოს სამართლებრივი ან სხვა სახის დახმარება. მისი დაპატიმრება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს“.
ფილმში გადმოცემულია რეალური ამბავი.
ანიმაციური ფილმების დისკი გამოიცა „ანიმაციის განვითარების ფონდისა“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის -„ბავშვის უფლებათა კონვეცია ანიმაციაში“- ფარგლებში.
თითოეული ფილმი კონვენციის ერთ მუხლს ეძღვნება, მუხლის შინაარსი კი კონკრეტული მაგალითებით ანიმაციური ფილმის სახითაა გადმოცემული.