ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით
ადამიანთა/ ბავშვთა უფლებები ეს არის რამდენიმე კატეგორიად დაყოფილი უფლებები: ინდივიდუალური უფლებები, რომლებიც თითოეულ ინდივიდს აქვს მინიჭებული. ბუნებრივი უფლებები, რომელების ადამიანს დაბადებიდანვე ენიჭება. ფუნდამენტალური უფლებები ეწოდება ადამიანის თითოეულ ძირითად უფლებამოსილებას. საყოველთაო უფლებები კი არის ძირითადი უფლებები, რომელიც გამონაკლისის გარეშე თითოეულ ინდივიდს ენიჭება.
ისევე როგორც ადამიანთა უფლებებზე, ბავშვთა უფლებებზეც ვრცელდება გარკვეული შეზღუდვები . შეზღუდვა დასაშვებია როცა შეზღუდვა ემსახურება სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვას, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების გამო ხდება უფლების შეზღუდვა, საზოგადოების უსაფრთხოების გამო, დანაშაულთან ბრძოლის გამო და ა.შ.
ბავშვთა უფლებებს იცავს შემდეგი დოკუმენტები:
როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე
ახალგაზრდული სამართლებრივი პორტალის (teen.court.ge) ბიბლიოთეკას დაემატა ახალი ელექტრონული წიგნი ,,როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე" (სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო IX-XII კლასებისათვის. წიგნის ავტორები არიან: ნინო ბესელია, ნინო ბოკერია, მაკა კორძაძე.
სასამართლო ტური სკოლის მოსწავლეებისთვის
15 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის 172-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
მოსწავლეებისათვის პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის თანაშემწემ გოგა კუპრეიშვილმა. პრეზენტაცია შეეხებოდა სასამართლო სტრუქტურას, სააპელაციო სასამართლოს პალატების საქმიანობას და სასამართლოში პროცესის მიმდინარეობას.
ვიზიტორებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ სასამართლო შენობა და სხდომის დარბაზები.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო ტური თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით, ყოველკვირეულად იმართება სკოლის მოსწავლეებისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
განათლება დემოკრატიისათვის
ახალგაზრულ სამართლებრივ პორტალის (teen.court.ge) ბიბლიოთეკას დაემატა ახალი ელექტრონული წიგნი "განათლება დემოკრატიისათვის".
აღნიშნული წიგნი შექმნილია ევროპის საბჭოს მიერ და განკუთვნილია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლებისათვის.
გმადლობთ, რომ ჩვენი ერთგული ვიზიტორი ხართ
მოდით, თვალი გადავავლოთ გასული თვის სტატისტიკას, ვნახოთ რამდენად ხელმისაწვდომი და საინტერესოა ჩვენი გვერდის სიახლეები, მკითხველებისათვის.
იანვრის თვეში, Teen.court.ge-ის - 36 უნიკალური ვიზიტორი ჰყავდა, რაც ნიშნავს, რომ ჩენი სიახლეებით დღეში საშუალოდ 2 ადამიანი ინტერესდებოდა, სულ ვიზიტების რაოდენობამ ამავე თვეში: 279 შეადგინა;
დღეის მონაცემებით tee.court.ge გვერდს, სულ 2059 ვიზიტორი ჰყავდა, ჩვენი საიტი სულ რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს, იმედია, მომავალში ჩვენი სიახლეები მეტი მოზარდის ყურადღებას მიიპყრობს.
პრეზენტაცია სკოლა: "ჯეჯილში"
სკოლა ჯეჯილი დღეს სააპელაციო სასამართლოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პრეზენტაციებს მასპინძლობდა. პროექტ „სამართლის ქალაქის“ ფარგლებში მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით სამართლის სახალისო ლიტერატურას ეცნობიან.
წიგნი „სამართლის ქალაქი“ არის დამხმარე ლიტერატურა პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა სამართლებრივი კაზუსები. სახელმძღვანელო ასევე მკითხველს სთავაზობს, კაზუსის ამოხსნასა და სამართლებრივ განმარტებას.
ამავე პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ბავშვთა სახალისო საიტი teen.court.ge, რომელიც ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს სამართლის ქალაქის ელექტრონულ ვერსიას გაეცნოს.
ასევე, საიტზე მოზარდები შეძლებენ ნახონ სპეციალურად მათთვის შექმნილი: ილუსტრირებული წიგნები გასართობი და ინფორმაციული შინაარსით, სამართლებრივი ლექსიკონი ბავშვებისათვის (ლექსიკონი ინტეგრირებულია ვებ-გვერდთან); ტესტები (სხვადასხვა თემატიკის და სირთულის რამდენიმე დონე), რომელთა გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ გამოცადონ საკუთარი ცოდნა.
საიტზე განთავსდება სამართლის კურსი, რომლის გავლის შემდეგ მომხმარებლები მიიღებენ სერტიფიკატს სასამართლოსგან. აქვე ნებისმიერი ვიზიტორი შეძლებს მოიძიოს: სამართლებრივი შინაარსის გასართობი და მიმზიდველი თამაშები, ვიქტორინები და მრავალი სხვა საინტერესო ინფორმაცია.
პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებსა და პედაგოგებს საჩუქრად გადაეცათ წიგნი: "სამართლის ქალაქი".
დაათვალიერეთ უზენაესი სასამართლო ვირტუალური ტურის მეშვეობით
www.teencourt.ge-ის დაემატა ახალი და მეტად საინტერესო ტური, თუმცა რეალურისგან განსხვავებით ამ ტურში მონაწილეობა საკუთარი სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. როგორ? - teencourt.ge-ის ვირტუალური ტურის მეშვეობით.
ვირტუალური ტური საშუალებას მოგცემთ დაათვალიეროთ უზენაესი სასამართლოს ასწლოვანი შენობა, გაეცნოთ მის მოწყობის ფორმას, ტური 3 D ფორმატშია აწყობილი რაც ადგილზე ყოფნის საოცარ განცდას ქმნის.
ეწვიეთ ჩვენ საიტს და იყავით პირველები ვინც საკუთარ თავზე გამოცდის ვირტუალური ტურის მაქსიმალურ კომფორტსა და ინოვაციას.
სტუდენტები სტუმრად სააპელაციო სასამართლოში
განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ( ELSA) წარმომადგენლები ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტები შეხვდნენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძესა და თავმჯდომარის ბიუროს მრჩველს კახაბერ კობერიძეს. სტუდენტებმა მოისმინეს სემინარი, სასამართლო სისტემის, სასამართლო პრაქტიკის და სამოსამართლო გამცდილების შესახებ.
მოსამართლე ლევან თევზაძემ საკუთარი სპეციალიზაციის ფარგლებში ისაუბრა სისხლის სამართლის თავისებურებებსა და სირთულეებზე, სტუდენტებს გააცნო სასამართლო პრაქტიკის თავისებურებანი, კანონის პრაქტიკაში გამოყენების მეთოდები და სხვა. სემინარი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
ლექციის დასრულების შემდგომ, სტუდენტებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლო მიესალმება ნებისმიერ ინიციატვიას, რომელიც ახალგაზრდებს შორის ცოდნის გაღმავებას უწყობს ხელს, სწორედ ამ მიზნით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით არაერთი საგანმანათლებლო პროქტი ხორცილედება, როგორც სტუდენტებისათვის ასევე მოსწავლეებისთვის.
,,ლიდერთა სახლის“ მოსწავლეები სტუმრად სააპელაციო სასამართლოში
სასამართლო ტურის ფარგლებში მსმენელთათვის პრეზენტაცია გამართა მოსამართლის თანაშემწე ლიკა ჭიღლაძემ, მოსწავლეებმა აგრეთვე განიხილეს რამდენიმე კაზუსი და იმსჯელეს. რის შემდეგაც, ისინი შეხვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ქალბატონ თამარ ალანიას. ტურის ბოლოს კი დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.
მსგავსი სახის საგანმანათლებლო ღონისძიებები თბილისის სააპელაციო სასამართლოში მომავალშიც იგეგმება. მსურველებს (დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსა და იურიდიული ფაკულეტეტის სტუდენტებს) შეუძლიათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე სასამართლო ტურის კატეგორიაში გაიარონ რეგისტრაცია და მათთვის სასურველ დღეს, სასამართლო ტურის ფარგლებში, ეწვივნონ თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
TEEN.COURT.GE-ს დაემატა სამოქალაქო განათლების ელექტრონული ლექსიკონი
TEEN.COURT.GE-ს დაემატა სამართლის ქალაქის ელექტრონული გვერდი
შეიქმნა სამართლებრივი ვებ-გვერდი სკოლის მოსწავლეებისათვის