ახალგაზრდული სამართლებრივი პორტალის (teen.court.ge) ბლოგს დაემატა ჩანაწერი არასრულწლოვანის მიერ ხელშეკრულების დამოუკიდებლად დადების უფლებამოსილების შესახებ.
ბლოგში განხილულია თუ რა შემთხვევაში მოითხოვს/არ მოითხოვს არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების დადება მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას.
ვებ-გვერდი შექმნილია საქართველოს სასამართლოების მოხელეთა პროფესიულ ასოციაციის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლებობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.