"ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის შემოკლებული ვერსია
საინფორმაციოსამართლებრივ პორტალს მოზარდებისათვის (teen.court.ge) დაემატა "ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის შემოკლებული ვერსიის ვიდეო რგოლი.
ორიანი - ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია ანიმაციაში"
საინფორმაციოსამართლებრივ პორტალს მოზარდებისათვის (teen.court.ge) დაემატა ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 28-ე მუხლისადმი მიძღვნილი ანიმაციური ფილმი. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ,,ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება. სასკოლო დისციპლინის დამყარებისას აუცილებელია ბავშვის ღირსების მიმართ პატივისცემით მოპყრობა“.
ბავშვის უფლებათა კონვენცია (საბავშვო გამოცემა)
საინფორმაციოსამართლებრივ პორტალს მოზარდებისათვის (teen.court.ge) დაემატა ,,ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის საბავშვო გამოცემა.
,,გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. იგი ძალაში 1990 წლის 2 სექტემბრიდან შევიდა.
კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან, რომელთაგან პირველი 42 მუხლი შეეხება ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს - ბავშვის უფლებებს, სახელმწიფოს ვალდებულებებს და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადამიანების მოვალეობებს. 43-54 მუხლებში კი საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და ზრდასრულმა ადამიანებმა ერთად კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
კონვენციას მიერთებულია 193 ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებმა აიღეს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.
კონვენციის წინამდებარე საბავშვო გამოცემა ეძღვნება ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების ოცი წლისთავს."
ძარცვა - ბავშვის უფლებათა კონვენცია ანიმაციაში
საინფორმაციოსამართლებრივ პორტალს მოზარდებისათვის (teen.court.ge) დაემატა ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-40 მუხლისადმი მიძღვნილი ანიმაციური ფილმი. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ,,ბავშვმა, რომელმაც კანონი დარღვია, უნდა მიიღოს სამართლებრივი ან სხვა სახის დახმარება. მისი დაპატიმრება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს“.
ფილმში გადმოცემულია რეალური ამბავი.
ანიმაციური ფილმების დისკი გამოიცა „ანიმაციის განვითარების ფონდისა“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის -„ბავშვის უფლებათა კონვეცია ანიმაციაში“- ფარგლებში.
თითოეული ფილმი კონვენციის ერთ მუხლს ეძღვნება, მუხლის შინაარსი კი კონკრეტული მაგალითებით ანიმაციური ფილმის სახითაა გადმოცემული.
TEEN.COURT.GE გილოცავთ შობა-ახალ წელს
არასრულწლოვნის შრომითი უფლებები
ახალგაზრდული სამართლებრივი პორტალის (teen.court.ge) ბლოგს დაემატა ჩანაწერი არასრულწლოვნის შრომითი უფლებების შესახებ.
ბლოგში ნაჩვენებია რა ასაკიდან აქვს არასრულწლოვანს დასაქმების უფლება, რა პირობებში და რა სფეროშია შესაძლებელი მისი დასაქმება.
ჯიბის ფულის განკარგვის უფლებამოსილება
ახალგაზრდული სამართლებრივი პორტალის (teen.court.ge) ბლოგს დაემატა ჩანაწერი არასრულწლოვნის მიერ ე.წ. ,,ჯიბის ფულის" განკარგვის უფლებამოსილების შესახებ.
ბლოგში ნაჩვენებია არასრულწლოვნის მიერ ჯიბის ფულის განკარგვის უფლებამოსილების ფარგლები და გერმანიის მაგალითზე, მითითებულია რა ოდენობის ჯიბის ფულის მიცემაა არასრულწლოვნისათვის რეკომენდირებული.
არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულება
ახალგაზრდული სამართლებრივი პორტალის (teen.court.ge) ბლოგს დაემატა ჩანაწერი არასრულწლოვანის მიერ ხელშეკრულების დამოუკიდებლად დადების უფლებამოსილების შესახებ.
ბლოგში განხილულია თუ რა შემთხვევაში მოითხოვს/არ მოითხოვს არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების დადება მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას.
ბავშვის უფლებების გაგება
ახალგაზრდული სამართლებრივი პორტალის (TEEN.COURT.GE) ბიბლიოთეკას დაემატა ევროპის საბჭოს გამოცემა, "ბავშვის უფლებების გაგება".
"ყველას აქვს უფლებები. მეტიც, შენ, თუნდაც 18 წლამდე ასაკის გოგოს თუ ბიჭს, გაქვს გარკვეული უფლებები. ეს უფლებები ჩამოთვლილია გაერო-ს 1989 წლის ბავშვის უფლებათა კონვენციაში. აქვე აღნიშნულია, რა ღონისძიებებს უნდა მიმართონ სახელმწიფოებმა, რომ დაგეხმარონ ამ უფლებათა განხორციელებაში."
იხ.
მოგზაურობა დიდი ევროპის სამყაროში
ახალგაზრდული სამართლებრივი პორტალის (TEEN.COURT.GE) ბიბლიოთეკას დაემატა ევროპის საბჭოს გამოცემა, სათავგადასავლო მოთხრობა - "მოგზაურობა დიდი ევროპის სამყაროში".
კომპასიტო - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ბავშვებისათვის
ახალგაზრდული სამართლებრივი პორტალის (teen.court.ge) ბიბლიოთეკას დაემატა ახალი ელექტრონული წიგნი, ევროპის საბჭოს გამოცემა ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ბავშვებისათვის "კომპასიტო".
ბავშვთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე
ახალგაზრდული სამართლებრივი პორტალის (teen.court.ge) ბლოგს დაემატა ჩანაწერი ბავშვთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
ოჯახური ძალადობა
ახალგაზრდული სამართლებრივი პორტალის (teen.court.ge) ბლოგს დაემატა ჩანაწერი ოჯახური ძალადობის შესახებ.
ჩანაწერში მოკლედ არის მიმოხილული:
☛ ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმის არსი;
☛ ოჯახური ძალადობის გამოვლენის სირთულე;
☛ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები;
სასამართლო ხელისუფლება
მოსწავლეთა სამართლებრივ პორტალს დაემატა ტესტირება სასამართლო ხელისუფლების შესახებ.
სასამართო ხელისუფლების განმახორციელებელი ერთ-ერთი შტოა,რომლის დამოუკიდებლობა დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოს აუცილებელი კომპონენტია.
მოცემული 14 კითხვა შეეხება სასამართლოსა და მართლმსაჯულების განხორციელებისთვის აუცილებელ პრინციპებს.
ტესტირების დასრულების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია გაიგოს, თუ რამდენი ქულა დააგროვა და რომელია სწორი პასუხები.გისურვებთ წარმატებას.
დროთა განმავლობაში მოსწავლეთა სამართლებრივ პორტალს დაემატება ახალი ტესტები სხვა აქტუალურ და საინტერესო თემებზე.
არასრულწლოვნის უფლებები ოჯახში
მოსწავლეთა სამართლებრივ პორტალს დაემატა ტესტირება ოჯახში ბავშვთა უფლებების შესახებ.
მოცემული 19 ტესტი შეეხება ოჯახის წევრების იმ უფლებებსა და მოვალელეობს, რომლებიც აკისრიათ მათ არასრულწლოვნების მიმართ. თითოეული ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს რა უფლებები აქვს ოჯახში.
ტესტირების დასრულების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია გაიგოს, თუ რამდენი ქულა დააგროვა და რომელია სწორი პასუხები.გისურვებთ წარმატებას.
დროთა განმავლობაში მოსწავლეთა სამართლებრივ პორტალს დაემატება ახალი ტესტები სხვა აქტუალურ და საინტერესო თემებზე.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
ახალგაზრდული სამართლებრივი პორტალის (teen.court.ge) ბლოგს დაემატა ჩანაწერი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ.
თითოეული არასრულწლოვნისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს ზოგადი ცოდნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ, რადგან შესაძლებელია ისინი მომავალში გახდნენ ნაფიცი მსაჯულები.
ბლოგში მოკლედ არის მიმოხილული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების ისტორია, ასევე:
☛ ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული?
☛ რა ასაკის პირი შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული?
☛ შეუძლია თუ არა მსაჯულობის კანდიდატს უარი თქვას ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე?
ტესტირება მოსწავლეებისთვის - სისხლის სამართალში
მოსწავლეთა სამართლებრივ პორტალს დაემატა ტესტირება სისხლის სამართალში.
მოცემული 20 ტესტი შეეხება არასრულწლოვნებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვის თავისებურებას.
☛ რა ასაკიდან დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგელობა?
☛ რა სასჯელი შეიძლება დაენიშნოს არასრულწლოვანს?
☛ ვინ უნდა ესწრებოდეს არასრულწლოვნის დაკითხვას?
გისურვებთ წარმატებას!
დროთა განმავლობაში მოსწავლეთა სამართლებრივ პორტალს დაემატება ახალი ტესტები სხვა აქტუალურ და საინტერესო თემებზე.
ტესტირება მოსწავლეებისთვის - სამართალდარღვევები
მოსწავლეთა სამართლებრივ პორტალს დაემატა ტესტირება სამართალდარღვევების შესახებ.
შეუძლია არასრულწლოვანს ბანკში ფლობდეს ანგარიშს? სავალდებულოა თუ არა პირადობის მოწმობის აღება? რა ასაკიდან დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა?
გთავაზობთ 17 ცხოვრებისეულ კაზუსს არასრულწლოვანთა უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებსაც არასრულწლოვნებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი აკისრებს.
ტესტის დასასრულს, იხილეთ რამდენად კარგად იცნობთ თქვენს ვალდებულებებს.
თვალი ადევნეთ პორტალს, მას კიდევ არა ერთი საინტერესო ქვიზი დაემატება.
ტესტირება მოსწავლეებისთვის - ბავშვის უფლებათა კონვენცია
მოსწავლეთა სამართლებრივ პორტალს დაემატა ტესტირება "ბავშვის უფლებათა კონვენციაში" ცოდნის შესამოწმებლად.
ტესტირება შედგება 15 კითხვისგან. ტესტირებაში მოცემული კითხვები შეეხება ბავშვთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ბავშვების მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებებს. ტესტირების დასრულების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია გაიგოს, თუ რამდენი ქულა დააგროვა და რომელია სწორი პასუხები.
ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც იცავს ბავშვთა უფლებებს. კონვენციით გათვალისწინებული უფლებების ცოდნა მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვისთვის. იმედია წარმოდგენილი ტესტირების შევსება ინფორმაციული და სახალისო იქნება. გისურვებთ წარმატებებს.
დროთა განმავლობაში მოსწავლეთა სამართლებრივ პორტალს დაემატება ახალი ტესტები სხვა აქტუალურ და საინტერესო თემებზე.
ტესტირება მოსწავლეებისთვის - საქართველოს კონსტიტუცია
მოსწავლეთა სამართლებრივ პორტალს დაემატა ტესტირება "საქართველოს კონსტიტუციაში" ცოდნის შესამოწმებლად.
ტესტირება შედგება 24 კითხვისგან. ტესტირებაში მოცემული კითხვები შეეხება საქართველოში სახელმწიფო მოწყობის საკითხებს და სახელმწიფო ხელისუფლების ისეთ ინტიტუტებს, როგორებიცაა საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა და სასამართლო. ტესტირების დასრულების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია გაიგოს, თუ რამდენი ქულა დააგროვა და რომელია სწორი პასუხები.
საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონია, ხოლო მისი ცოდნა ყველა ჩვენთაგანის სამოქალაქო განათლების მაჩვენებელი. იმედია წარმოადგენილი ტესტირების შევსება ინფორმაციული და სახალისო იქნება. გისურვებთ წარმატებებს.
დროთა განმავლობაში მოსწავლეთა სამართლებრივ პორტალს დაემატება ახალი ტესტები სხვა აქტუალურ და საინტერესო თემებზე.
TEEN.COURT.GE-ს დაემატა ბლოგი
ბლოგზე დაემატება ისეთ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ჩანაწერები, რომლებიც არასრულწლოვნებს დაეხმარება გაიგონ უფრო მეტი უფლებების, სასამართლოს და ზოგადად სამართლის შესახებ